შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 21 ნოემბერი 2023, 21:20
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინას მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაში პროგრესი მიულოცა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული სამუშაო გამოყო.

"როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში გაწევრიანება მოულოდნელად ერთ ღამეში არ ხდება. გაფართოება არის და იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი", - ხაზგასმით აღნიშნა მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც კიევში გაიმართა.

მიშელის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს მოთხოვნები და ზოგჯერ იმედგაცრუებაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ საჭირო მუშაობა უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მორალური ვალდებულება და სტრატეგიული პასუხისმგებლობაა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი