„ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 28 ნოემბერი 2023, 20:34

„ჰამასმა“ მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა. დღეს სულ დაგეგმილია ათი მძევლის გათავისუფლება, კიდევ ათი მძევალი კი უკვე ხვალ დატოვებას ღაზის სექტორს. სამშვიდობო ზავი კიდევ 24 საათი გაგრძელდება. პარალელურად, ისრაელის ციხეები დღეს და ხვალ 60 პალესტინელმა უნდა დატოვოს.

სამშვიდობო ზავის გახანგრძლივების მიუხედავად დღეს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის ხმა მაინც ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაჭრილია რამდენიმე ჯარისკაცი. თავის მხრივ, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ზავი ისრაელმა დაარღვია და მათ საპასუხო ცეცხლის გახსნა მოუხდათ.

ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყებიდან 53-ე დღეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაცია რთულია. საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, ანკლავის მცხოვრებლებს გაცილებით მეტი დახმარება სჭირდებათ, ვიდრე დღეს ღაზაში ჩააქვთ. ამასთან, ისრაელის ხელისუფლება კვლავაც აცხადებს, რომ ომის გაგრძელებას „ჰამასის“ განადგურებამდე აპირებს და სამშვიდობო ზავი დროებითია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი