ილჰამ ალიევი ენტონი ბლინკენს: აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 28 ნოემბერი 2023, 22:38
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"[აზერბაიჯანის] სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს გაკეთებული შენიშვნები ჩვენი ქვეყნის შესახებ მიკერძოებული იყო და არ ასახავდა რეალობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, სახელმწიფო მდივანმა, [ენტონი] ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის დაშვება დეკემბერში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანმა ბლინკენმა მიიღო ეს", - ნათქვამია განცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის
ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია მიმდინარეობს
საქართველოში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი - მიმდინარე წელს გამოვლინდა 212 ახალი შემთხვევა
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
არქივი