ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა დეკემბერში ღირსეულად ვიზეიმებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 28 ნოემბერი 2023, 23:03

ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარია. სფერო და დარგი არ დარჩენილა, სადაც ბიუჯეტის ზრდა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, არის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია შევეხოთ ქვეყნის ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ბოლო სამი წელიწადია სტაბილურად იზრდება. მხოლოდ წელს ქვეყნის ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. მომავალი წლის ეკონომიკური ზრდა კონსერვატიულად 5%-ზეა დაგეგმილი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 85 მილიარდი ლარი იქნება, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

მან ყურადღება გაამახვილა უმუშევრობის დონის მკვეთრ კლებაზე და აღნიშნა, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულია და 1 მილიონ 366 ათასამდე გაიზარდა.

„ეს შთამბეჭდავი ციფრები ჩვენთვის ავანსად არავის მოუცია, ეს ყველაფერი არის იმ სამშვიდობო და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს. იმ მიდგომების შედეგი, რომელსაც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა ჰქვია, რომელსაც ღირსების და სუვერენიტეტის აღქმა ჰქვია. ზუსტად ამ ღირსეულმა, ეროვნულმა და პრაგმატულმა მიდგომებმა მიგვიყვანა იმ დამსახურებულ გადაწყვეტილებამდე, რასაც დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში ყველა ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მთელი ქვეყანა ვიზეიმებთ ღირსეულად და ასევე ღირსეულად განვაგრძობთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის მომავალი კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი