2025 წლის 1 იანვრიდან იზრდება პარლამენტის წევრების გასამრჯელო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
253 29 ნოემბერი 2023, 22:35

პარლამენტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მეორე მოსმენით - 83 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგლამენტის პროექტის მიხედვით 2025 წლის 1 იანვრიდან იცვლება პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის, იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც იკავებენ საპარლამენტო თანამდებობებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

„რეგლამენტის ცვლილება დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, პროექტის პირველი მოსმენისას პირველი მუხლი შესწორდა და აბსოლუტური თანხები ჩანაცვლდა კოეფიციენტებით, როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრული სახელფასო კოეფიციენტები იწყება 8-ით და მთავრდება 10-ით, შესაბამის თანამდებობებზე გადანაწილებით.

შემდგომში ანაზღაურება დადგინდება მისი ნამრავლით საბაზო თანამდებობრივ სარგოზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დგინდება ყოველწლიურად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
მიხეილ ყაველაშვილი: რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწარი. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას
არქივი