შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 06 დეკემბერი 2023, 10:23

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღესვე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხება საქართველოს ინტეგრაციის საკითხებსა და ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„ნატო-ს შტაბბინაში ვიზიტი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა იქნება გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე, მივმართავ კომისიის სხდომას. იქნება დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მსჯელობა იქნება რეგიონში, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემოზე. ველოდები, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია იქნება. კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღო ნატო-საქართველოს კომისიაში. 2022 წელს, იანვარში პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჩემი პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში, ნატო-ს სათავო ოფისში განხორციელდა. ეს იყო მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე ნატო-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური
დონალდ ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
არქივი