აშშ-ში უკრაინის ელჩმა განმარტა, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 06 დეკემბერი 2023, 12:22
აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ განმარტა, რატომ გააუქმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან.

მისი თქმით, ზელენსკის ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ბრიფინგზე არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ სხვა თემებიც განიხილებოდა.

„არანაირი კატასტროფა არ მომხდარა... რამდენიმე ბრიფინგიდან ერთ-ერთში მონაწილეობის იდეა გვქონდა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა... თუმცა იმის გამო, რომ იქ განიხილებოდა არა მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ შიდა საკითხებიც, ჩვენ [ბრიფინგში] მონაწილეობა არ მივიღეთ“, - აღნიშნა ოქსანა მარკაროვამ.

აშშ-ის სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან. ზელენსკის ამერიკელი სენატორებისთვის ომში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ესაუბრა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ორშაბათს ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაველაპარაკები, საუბრის თემა იქნება „სასაკლაოს" გაჩერება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
არქივი