სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძა ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 12 აპრილი 2020, 22:00

კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.

„საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! – ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

რამდენიმე დღის წინ საქართველომ სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი