აღაიანში
მომხდარი დანაშაულის - დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე
დაიბარეს. მიხეილ დვალიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ბრალი წაუყენეს, რაც გულისხმობს: სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი
წლის ასაკს მიუღწეველთან.
საქმე ისაა, რომ ჩვილის დედა, მიხეილ დვალიშვილის ცოლი 17 წლისაა, ის 16 წლისა იყო, როდესაც შვილი შეეძინა. კანონმდებლობით, სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დასჯადი ქმედებაა.
შეგახსენებთ, რომ 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს. შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას გორის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და, საბოლოოდ, 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |