გიგა ბოკერია - მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს. თუ რამე არ შესრულდა, ესე იგი შეთანხმება მთლიანად ჩაშლილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 14 აპრილი 2020, 13:31

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა პირი, ვისაც ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, ვიდრე შეთანხმების ორივე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

„იმ დროს, როდესაც საქართველოს სჭირდება ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარება და ყურადღება, ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, ამ ტიპის პრობლემების შექმნა ქართული დემოკრატიისთვის და დადებული პირობის არშესრულება, არის დამატებითი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ გვინდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მაგრამ მე გავრისკავდი და ვიტყოდი მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების სახელით, რომ ახლა ჩვენ გვაწუხებს ეს უმძიმესი გამოწვევა, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამას გადალახავს და ჩვენ გვექნება არჩევნები და საქართველოს სჭირდება ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება და ილუზია, რომ ყურადღება გადატანილია და არავინ არ მიაქცევს, არის უბრალოდ სიბრიყვე, ოღონდ ქვეყნისთვის საზიანო სიბრიყვე და ამ ფასს გადაიხდის თვითონ ივანიშვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, გადაიხდის ქვეყანაც. 

ვიდრე არ შესრულდება ორივე კომპონენტი, შეთანხმება არ არის შესრულებული. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ინსტრუმენტით შეასრულებს ივანიშვილის ხელისუფლება ამას, იქნება ეს აპელაცია, შეწყალება. შედეგი უნდა დადგეს და ყველა ის პირი, ვისაც ეხებოდა ეს მოლაპარაკება უნდა იყოს თავისუფალი და საარჩევნო კოდექსზე მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს. თუ რამე არ შესრულდა, ესე იგი შეთანხმება მთლიანად ჩაშლილია,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
უკრაინული მედია: უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან რუსული გაზის იმპორტს ზრდის
ა, ბატონო! პირდაპირ უთხრეს უკრაინას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას თუ არ დაარეგულირებ, ვერ გახდები ევროკავშირის წევრი - ახალ ჩამწკრივდეს ყველა და ქართველ ხალხს აუხსნან, რას ნიშნავს შვედეთის პრემიერის ეს განცხადება?!
არქივი