შემზარავი წასაკითხია, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს მიმართ ისეთი უკიდეგანო ზიზღით არის გამსჭვალული, რომ მის ტრაგიკულ აღსასრულზე ოცნებობს, ეს აღარ არის ხუმრობა, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს - რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 08 თებერვალი 2024, 21:54
რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარიდებს კინემატოგრაფისტების დიალოგიდან, რომლებიც ბერლინში, ქართული დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ. 

შემზარავი წასაკითხია, როდესაც ერთი ადამიანი - მეორე ადამიანის მიმართ, ისეთი უკიდეგანო ზიზღით არის გამსჭვალული, რომ მის ტრაგიკულ აღსასრულზე ოცნებობს, ანუ, ეს ქალბატონები, ბედნიერები იქნებიან, თუ თბილისი-ბერლინის რეისის მგზავრებს: მე, ზურა მაღალაშვილს, სალომე დემურიას, ნიკა აბრამასვილს, ნინი ბადურაშვილს, თინა ყაჯრიშვილს, ლაშა ხალვაშს, მარიამ ხაჭვანს, ლევან გაბრიაძეს, ბაჩო ოდიშარიას... სასტიკი აღსასრული გვეწევა - წერს რუსუდან გლურჯიძე Facebook-ზე.

მისი თქმით, ეს აღარ არის ხუმრობა, ეს უკვე შემაშფოთებელი, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს.

„უმორჩილესად ვთხოვ ჩემს ყველა მეგობარს თუ ნაცნობს - შეაფასოს ეს პოსტი ( წინასწარ გაფრთხილებთ, რომ დავბუსტე პოსტი, რათა მას, უფრო ფართო აუდიტორია გაეცნოს). იქნებ , ვინმემ, ნაცნობმა თუ უცნობმა, ამიხსნას, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე... იმასაც მოგახსენებთ, რომ ორი დღე ვფიქრობდი, სანამ ამ სქრინს გამოვაქვეყნებდი... ეს სქრინი, ამონარიდია კინემატოგრაფისტების დიალოგიდან, რომლებიც ბერლინში, ქართული დელეგაციის გამგზავრებას აპროტესტებენ. 
ვფიქრობ, შემზარავი წასაკითხია, როდესაც ერთი ადამიანი - მეორე ადამიანის მიმართ, ისეთი უკიდეგანო ზიზღით არის გამსჭვალული, რომ მის ტრაგიკულ აღსასრულზე ოცნებობს.
ანუ, ეს ქალბატონები, ბედნიერები იქნებიან, თუ თბილისი-ბერლინის რეისის მგზავრებს: მე, ზურა მაღალაშვილს, სალომე დემურიას, ნიკა აბრამასვილს, ნინი ბადურაშვილს, თინა ყაჯრიშვილს, ლაშა ხალვაშს, მარიამ ხაჭვანს, ლევან გაბრიაძეს, ბაჩო ოდიშარიას... სასტიკი აღსასრული გვეწევა. 
ეს აღარ არის ხუმრობა! ეს უკვე შემაშფოთებელი, საგანგაშო მოვლენაა და მკაცრ შეფასებას საჭიროებს.
P.S გოგოებო, არ დაგავიწყდეთ, რომ აღნიშნული თვითმფრინავის A9-781Georgian Airways, ბორტზე, სხვა, ორასამდე მგზავრი იქნება“ - წერს რუსუდან გლურჯიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი