მთავრობის სუბსიდირების პროგრამის თანახმად, 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი არაუმეტეს 51 ლარი იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 20 აპრილი 2020, 11:55

საქართველოში ხორბლის იმპორტის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება უშუალოდ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას, მისი მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებული იქნება იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველი ხარისხის ერთი 50 კგ-იან ტომარა ფქვილი არაუმეტეს 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

ამასთან, პროგრამის პირობების თანახმად, სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

ამასთან, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე. სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა
,,ზრუნვა + ‘’ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა სახელმწიფო დეპარტამენტში, USAID-ში და საზოგადოებრივ მაუწყებლებში, დაახლოებით 10 მილიარდ დოლარამდე ფლანგვის აღმოფხვრისთვის კანონპროექტს შეიმუშავებს
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა
ევროპარლამენტი ქართულ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს
არქივი