457
21 აპრილი 2020, 15:59

"ყველა სამხილი, რომელიც ხელმისაწვდომია, ადასტურებს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან წარმოიშვა", - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა ფადელა ჩაიდმა ჟენევაში, ბრიფინგის დროს განაცხადა.
„ყველა სამხილი, რაც ხელმისაწვდომია, ცხადყოფს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი მანიპულირება ან წარმოქმნა ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან არ მომხდარა“,-აღნიშნა ჩაიბმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ცდილობს გაარკვიოს, ვირუსის გავრცელება ჩინეთის ლაბორატორიიდან მოხდა თუ არა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |