იაგო ხვიჩია - ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ქართული სასამართლოს შეცდომაა, არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, აზრად არავის მოუვა, ამოწმოს გადაწყვეტილებების განაჩენები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 06 მარტი 2024, 13:36
ზურაბ ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ეს ქართული სასამართლოს შეცდომაა, რადგან არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ყველას ესმის, ეს რა სასამართლოა“ და აღნიშნა, რომ არავინ არჩევს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანი მართლა დამნაშავეა თუ არა.

„აბა, ეს ინგლისის ან ამერიკის სასამართლო ყოფილიყო, ადეიშვილს თუ მიიწვევდნენ, მაგრამ როცა ასეთი სასამართლო გაქვს და კაციშვილმა არ იცის, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი მართლა დამნაშავეა თუ არა, არავის აზრად არ მოუვა, ამ გადაწყვეტილებების განაჩენები ამოწმოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზე განთავსდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწარი. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას
პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა, მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში
მაკა ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ახალ პაპთან ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა
არქივი