პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 06 მარტი 2024, 15:53

პარლამენტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით, ზუსტდება კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრის გავრცელების პირობა და კეთდება კონკრეტული ნორმების ჩამონათვალი თუ ვისზე გავრცელდება იგი.

მისივე თქმით, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დღეს არსებული 560- ლარიანი ლიმიტი იზრდება და განისაზღვრება 1000 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დადგენილი ყოველთვიური კომპენსაციის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. გარდა ამისა, შესაძლებელი გახდება საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში მუშაობის პერიოდი ჩაითვალოს ნამსახურობის ვადაში.

„დაახლოებით 45 მლნ. ლარით გაიზრდება ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონპროექტის ამოქმედება იგეგმება 2024 წლის 1 მაისიდან“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
დეპუტატებმა 75 ხმით მახრი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი