ჩეხეთში დიმიტრი - არზაყან ემხუარის მემორიალური დაფა გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 27 მარტი 2024, 15:36
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ,უმაღლესი საბჭოს  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და   განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მემორიალური დაფის ავტორი ნუგზარ მგალობლიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. 
ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში გაიხსნა გამოჩენილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, 1919-1921 წლებში აფხაზეთის სახალხო საბჭოს, შემდგომში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, 1923-1939 წლებში ჩეხეთში ემიგრაციაში მყოფი, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მემორიალური დაფა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეა მაისურაძესთან ერთად გახსნა. გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს კონსული ჩეხეთის რესპუბლიკაში ნანა ჩაბრავა და საელჩოს სხვა წარმომადგენელი.
ცერემონიას ესწრებოდნენ ჩეხეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ჩეხი მეგობრები, რომლებმაც სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დიმიტრი ემუხვარის მემორიალის იდეის განხორციელების საქმეში.
ქართულ-ჩეხური ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ ვლადიმირ კრიზს, ჯოზეფ ჩერმაკს, მიხაილ ვენეჩეკს, ლუკაშ ბაბკას, ვლასტა მესტანკოვას, პაატა ბოკერიას, თეა მაისურაძეს და ნანა ჩაბრავას.
საქართველოს საელჩოში ასევე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადების 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ხოლო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა მოხსენება: „ავტონომიური აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში".
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი