დათა თავაძე გამჭვირვალობის კანონზე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ გავიდეს; ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საშინელი, ამაზრზენი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასდროს მიიღონ საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
192 13 აპრილი 2024, 13:46

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა დათა თავაძემ სცენიდან საზოგადოებას მოუწოდა ერთად დგომისკენ, რათა გამჭვირვალობის და ლბგტ პროპაგანდის შესახებ კანონპროექტები საქართველოში არ მიიღონ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თეატრის კედელზე გაკეთებული იყო წარწერა „არა რუსულ კანონს“. თავაძემ ხელი გაიშვირა წარწერისკენ და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კანონი არ გავიდეს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ გავიდეს. კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ შარშან. ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენი ერთიანობის იმედი მაქვს. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ლაზარესავით ამ სპექტაკლში არის ასეთი რეპლიკა: „ენა, რომელიც ბრალს ვერ გამოხატავს, ენა არ არის“.

ლაზარემ სწორედ ამ ენაზე ილაპარაკა, ეს იყო მისი რეაქცია, რეაქცია ენით, სხვანაირად, თითქოს შეუძლებელი იყო დაპირისპირება იმასთან, რასაც ჩვენ ყველა ვხედავდით. ასეთივე ადამიანია ლევან ზურაბაშვილი, რომელსაც ასევე 9 წელი მიუსაჯეს იმ სამი განცხადებისთვის, რომელიც ნახსენები იყო ამ სპექტაკლში.
თავისუფლება ლევანს!
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საშინელი, ამაზრზენი, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არასდროს საქართველოში არ იყოს მიღებული“, - განაცხადა თავაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნაცმოძრაობას“ ხელს რომ ართმევს ზოგიერთი ელჩი; სახალხო პარტია მიხეილ სააკაშვილისთვის ცარიელ სკამს რომ გამოყოფს-ხოლმე, ხომ აჩვენებს სინამდვილეში, რა უნდა ზოგიერთ უცხოელს ჩვენთვის - უნდათ, გაგვიმეორონ 90-იანები
შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე: ადამიანი არის ჩვეულებრივი მაქინატორი, ასე რომ მისი სიტყვის მიმართ დამაჯერებლობა რომ არის ძალიან დაბალი
დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
Reuters: პუტინის მისამართით გაჟღერებულმა ტრამპის ულტიმატუმმა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია
მაგარი ბიზნესია შიგ-ევროპელებში - ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილი თავის ფაზენდას აქირავებს ოკუპანტ რუსებზე, ჭიჭე ვაშაძე - საკუთარ ბინას, ხოლო ნაცების პოლიტსაბჭოს წევრ ლ.ც-ს ირანელები შემოჰყავს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე
არქივი