CIA-ს ყოფილი ჩინოსანი ლარი ჯონსონი: დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად - ეს არ არის ორგანული, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რასაც ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 17 აპრილი 2024, 12:23

მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთი მუშაობს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის ორგანული, საშინაო, თავისთავად შექმნილი პროტესტი, რასაც ტელევიზორის ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ, - ამის შესახებ CIA-ს ყოფილი ჩინოსანი, ლარი ჯონსონი, Youtube არხზე აცხადებს.

მისი განცხადებით, იმ კანონპროექტის გაპროტესტება, რომლის მსგავსიც არსებობს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, წარმოაჩენს დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს. ჯონსონი ასევე აღნიშნავს, რომ კანონი, რომელიც მოითხოვს უცხოური შემოსავლის მითითებას, წარმოჩენილი იყოს ადამიანის უფლებების დარღვევად და თავისუფლების ხელყოფად.

„პროტესტით ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელიც ითხოვს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს დარეგისტრირებას - რაღაც მსგავსი უცხო აგენტების რეგისტრაციის აქტისა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი კანონებისა, ილუსტრირებულია არა მხოლოდ დასავლეთის ორმაგი სტანდარტი, დასავლეთის თვალთმაქცობა, არამედ ისიც, რომ [დასავლეთი] ვერ აშორებს ხელებს სხვა ქვეყნებს.
ეს კანონი, რომელიც შეთავაზებულია და მგონი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პირველ ეტაპზე გავიდა, უბრალოდ მოითხოვს, რომ საქართველოში მოქმედმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს ფულს საზღვარგარეთის სუბიექტისგან, დაარეგისტრიროს და განსაზღვროს რა არის ამ შემოსავლის წყარო. ეს წარმოადგინეს [კანონის მოწინააღმდეგეებმა], როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფლების ხელყოფა - ეს უბრალოდ სრული სისულელეა.“ - აცხადებს ლარი ჯონსონი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ორშაბათს ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაველაპარაკები, საუბრის თემა იქნება „სასაკლაოს" გაჩერება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
არქივი