თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 26 აპრილი 2024, 00:48

ბევრად უფრო მკაცრ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ, რომ თავად იღებენ უფრო მკაცრ და კიდევ რუსულ კანონს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას.

„ჩვენს კანონში არის მხოლოდ ჯარიმა. ეს არის ადმინისტრაციული სანქცია, არავითარი სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის, მათ შორის არც ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამითაც განსხვავდება ის რუსული კანონისგან. ბევრად უფრო მკაცრ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ, რომ თავად იღებენ უფრო მკაცრ და კიდევ რუსულ კანონს. ჩვენი კანონი არის ძალიან მარტივი როგორც წასაკითხად, ასევე იმპლემენტაციის კუთხით მარტივი კანონი იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მან ასევე განმარტა, რომ დეკლარაციას შეავსებს არა ინდივიდი, არამედ ორგანიზაცია.

„დეკლარაციას შეავსებს არა ინდივიდი, ფიზიკური პირი, არამედ ორგანიზაცია და თქვენ გეცოდინებათ, რომელია ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან. გეცოდინებათ, რომელია ეს უცხოეთი - რუსეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ სხვა. ასევე გეცოდინებათ, რა პროექტებს ხმარდება ეს თანხები - ხმარდება იმას, რომ პარლამენტის წინ გაიმართოს აქცია, დაამხონ ხელისუფლება და ქვეყანაში შემოვიდეს დესტაბილიზაცია თუ ემსახურება მაგალითად, ფაროსანასთან ბრძოლას. ეს მეორე კეთილშობილური ქართული საქმეა, ხოლო პირველი არის მავნებლობა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციაში და ემსახურება საქართველოს განვითარების რომელიმე პროექტს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ცნობილი უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებლად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი