266
28 აპრილი 2020, 16:13

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რა უნდა გააკეთონ კომპენსაციის მისაღებად იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულები არ არიან.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარდგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.
„მაგალითად, გადასახადის გადამხელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა/ლიცენზია. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი.
კომპენსაციის მოიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი განმარტებით,
შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად დამატებითი მტკიცებულების წარდგენა არ დასჭირდებათ
ლაშა ხუციშვილის თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია 150 ათასამდე რეგისტრირებული თვითდასაქმებული, რომელიც 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებს.
კომპენსაციის მიღების მიზნით, პირველ ივნისამდე ფიზიკურმა პირმა ჯანდაცვის ელექტრონულ პორტალზე უნდა წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა: სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები.
რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, ყველა შესაბამის დოკუმენტს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შეისწავლის და თანხის ჩარიცხვა ამის შემდეგ მოხდება.
არაიდენტიფიცირებული და ინდეტიფიცირებული თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის გაცემის წესი განსახვავებული იქნება, განსხვავებული იქნება კომპენსაციის გაცემის ვადებიც.
ინდეტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში კომპენსაცია განაცხადის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გაიცემა, ხოლო არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში მათი იდენტიფიცირებისთვის დამატებით 2-კვირიანი პერიოდია დადგენილი.
„ინდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში ეს საკმაოდ მარტივი იქნება, ათი სამუშაო დღის განმავლობაში დასაქმების სააგენტო შეადარებს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ბაზებს განაცხადს და შესაბამისად, ამ ვადებში მოხდება კომპენსაციის გაცემა.
რაც შეეხება არაიდენტიფიცირებულ თვითდასაქმებულებს, ამ შემთხვევაში დასაქმების სააგენტო სამუშო ჯგუფთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამდასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას, ხოლო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე 10 დღის ვადაში მოხდება აღნიშნული თანხის ჩაირცხვა და კომპენსაციის მიღება. დამატებით 2-კვირიანი პერიოდია იმისთვის, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდეს მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან,“- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |