დავით მათიკაშვილი: ის რომ პრეზიდენტს ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 15 მაისი 2024, 00:00

ის რომ მას ფეხქვეშ აქვს ფაქტობრივად გათელილი, როგორც ქვეყნის, ასევე კონსტიტუციის ინტერესები, ცალსახაა. ეს არაერთგზის დადასტურდა, ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს დაურთავს.

„თუმცა მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ადამიანებთან, ვისაც ბევრად გულისყურით უსმენს, ვიდრე შეიძლება რაიმე ხმა მოისმინოს კონსტიტუციიდან, პარლამენტიდან თუ მთავრობიდან. მათთან ბევრად გახსნილია ქალბატონი პრეზიდენტი. ამიტომ მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ შეთანხმებას ჰქონდეს ადგილი, რომლითაც ვეტო იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნით. თუკი იქნება გამოყენებული და თუკი იქნება სამართლებრივად დასაბუთებული შენიშვნები, ამის განხილვის და დასაბუთების შემთხვევაში გათვალისწინების პირობა უკვე მიცემულია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი