კანონი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს სიმბოლოსავით არის, ეს გზის სიმბოლოა, ეს გზა ევროკავშირისკენ არ არის, ეს ევროკავშირისგან შორს მდგარი გზაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 15 მაისი 2024, 20:29

საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირისთვის მიცემულ დაპირებებს და საქართველოს მთავრობა თუ გაყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა და არა ქართველ ხალხზე.

მისივე თქმით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გზის სიმბოლოა და ეს გზა არა ევროკავშირისკენ, არამედ მისგან შორსაა.

“დღევანდელი შეხვედრები ძალიან სასარგებლო იყო იმისთვის, რომ რეალურად გაგვეგო მთავრობის, უმრავლესობისა და ოპოზიციონერი პარლამენტარების აზრები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები ძალიან თვალის ამხელი იყო.

ჩვენი მესიჯი ძალიან-ძალიან ნათელი იყო: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირისკენ იმოძრაოს, ისინი ნამდვილად იზიარებენ და მისდევენ ამ ღირებულებებს, მაგრამ არსებობს მხოლოდ ორი არჩევანი - ევროკავშირისკენ ან რუსეთის გავლენისკენ. სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ევროკავშირმა უკვე მიიღო ბევრი გადაწყვეტილება ბევრ სფეროში - ვიზალიბერალიზაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, რეკომენდაციების 9 ნაბიჯზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა უნდა გაყვეს და საქართველოს მთავრობამ დადო ასეთი დაპირებები.

მაგრამ რეალურად საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ამ დაპირებებს და საქართველოს მთავრობა თუ გაყვება ნაბიჯებს, რომლებიც უკვე დაგეგმა, ამას შედეგები მოყვება. ეს კანონი, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს სიმბოლოსავით არის, ეს გზის სიმბოლოა, ეს გზა ევროკავშირისკენ არ არის, ეს ევროკავშირისგან შორს მდგარი გზაა.

და ნათელი უნდა იყოს, რომ მესიჯი, რომელიც უკან ევროკავშირში ჩაგვაქვს, ძალიან პირდაპირია - რომ ეს სწორი მიმართულება არ არის და ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობაზეა, არა ქართველ ხალხზე”, - განაცხადა ცაჰკნამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი