56 სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამით საქმიანობას დღეიდან ვეღარ გააგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
273 01 მაისი 2020, 09:39

ამბულატორიები და პოლიკლინიკები, სადაც 13 000 ზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ, დღეიდან სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯამში ასეთი, 56 სამედიცინო დაწესებულებაა.

სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდა იმ დაწესებულებებს, სადაც ემსახურებოდნენ მოსახლეობის მცირე რაოდენობას -200, 300, 1000 ან 1500 ადამიანს. ჯამურად 56 დაწესებულებაზე მიბმული იყო 90 ათასი ადამიანი. ამ დაწესებულებებით მოსარგებლე პირები სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდებიან.

გამონაკლისი დაიშვება დაბებთან მიმართებით, სადაც 7 ათასი და მეტი მოსახლე ცხოვრობს. მათ სახელმწიფო დაფინანსება შეუნარჩუნდებათ. სამინისტროში განმარტავენ რომ სიახლე ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტის ამოქმედებას ემსახურება. 

„მიმდინარე წლის იანვარში მიღებულ იქნა მთვრობის დადგენილება, რომელიც მიზნად ისახავდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირველადი ჯანდაცვის ქსელში სელექტიური კონტრაქტის ამოქმედებას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში. დღეს იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დაწესებულებები უნდა დარჩეს სერვისის მიმწოდებლად პროგრამაში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რასაც ითვალისწინებდა ეს დადგენილება. აქ საქმე შეეხება მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობას. ოპტიმალური რაოდენობა განისაზღვრა 13 ათასი და მეტი მოსახლე, ასევე მონაწილეობა პრევენციულ სერვისებში, ადამიანური რესურსის განათლების პროგრამებში მონაწილეობა. ეს კრიტერიუმები დაწესებულებების ნაწილმა დააკმაყოფილა. სულ 117 დაწესებულება არის თბილისის ფარგლებში, ასევე 20-მდე დაწესებულება ბათუმის და ქუთაისის ფარგლებში. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, ასევე ვიმსჯელეთ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც მოსალხლეობისთვის, თუ რომელი დარჩეს. აქ საქმე შეეხება დაბების მოსახლეობას. მაგალითად, დაბა წყნეთი, ფონიჭალა, ლილოს დასახლება, სადაც 13 ათასი მოსახლე არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ იქ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის დაწესებულება დარჩეს. ასევე ვისმჯელეთ იმ დაწესებულებებზე, სადაც მოსახლების რაოდენობა არის 7 ათასზე ზემოთ, ანუ ზღვარი არის 7-დან 13 ათასამდე", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი