„ფეისბუქმა“ წაშალა კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდები, რომელთა სამიზნე ლუგარის ლაბორატორია და პაატა იმნაძე იყო"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 01 მაისი 2020, 17:54

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 30 აპრილს „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდები ქართულ და სხვა ენებზე, რომლებსაც გამოცემა სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდა.

„ნიუს-ფრონტის“ აქტიური საქმიანობა ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში დაახლოებით 6 თვეს ითვლიდა. მას საკუთარი კონტენტის გასავრცელებლად ორგანიზებული ქსელი ჩამოყალიბებული ჰქონდა ძირითადად, არაავთენტური, საეჭვო ანგარიშების სახით. გამოცემის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდისა და ამ გვერდის ადმინისტრატორის  კონსტანტინე ჩიკვილაძის პერსონალური ანგარიშის გარდა, ქსელს ქმნიდა 12 არაავთენტური ანგარიში, რომლებიც მიზანმიმართულად და ორგანიზებულად, არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამოყენებით, აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებდა „ფეისბუქ“ ჯგუფებში.

„ნიუს-ფრონტი“ და მის სასარგებლოდ მოქმედი არაავთენტური ანგარიშები განზრახ შერჩევითად აზიარებდნენ „ნიუს-ფრონტის“ პოსტებს თემატურ ჯგუფებში და სიმულირებდნენ კომენტარებს, რაც ქართული პოლიტიკური გარემოს მიზანმიმართული პოლარიზაციის გარდა, ასევე, სავარაუდოდ უკავშირდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მათი სამიზნე, როგორც ღიად პრო-რუსული შინაარსის მქონე ჯგუფები, ასევე, „ქართულ ოცნებისა“ და მის ლიდერების მხარდამჭერთა, და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფები იყვნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ნიუს-ფრონტის“ მასალები ვრცელდებოდა 31 ღია „ფეისბუქ“ ჯგუფში, რომელთაც ჯამში 521,240 წევრი ჰყავთ.

ღიად აგრესიული პრო-რუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო ფრონტი რუსეთმა საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ონლაინ გამოცემა news-front.ge-ს ამოქმედებით გააძლიერა. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ გამოცემას მოსკოვიდან რადიკალურ დაჯგუფება „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსული ორიენტაციის მქონე პირი, შოთა აფხაიძე მართავს.

News-front Georgia - წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია სიმფეროპოლი, ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო News-Front აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე.

სააგენტო News-Front დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, როსკომნადზორის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით,“ - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგიდან ირკვევა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზეც „ნიუსფრონტი“ მიზანმიმართულად უშლიდა ხელს სახელმწიფოს მიერ კორონავირუსით გამოწვეული შემზღუდავი ღონისძიებების,

მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, „ნიუსფრონტი“ დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის ხელმძღვანელს პაატა იმნაძესაც.

„სამართლიანი არჩევნებმა“ აღმოაჩინა 12 არაავთენტური ანგარიში, რომელთა მეშვეობით, „ნიუსფრონტ“ საქართველოს ოფიციალური გვერდის გარდა, გამოცემის მასალა სხვადასხვა ჯგუფში ორგანიზებულად და შერჩევითად ქვეყნდებოდა. არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ასაკის, სქესის და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რაც მათ ყალბ ინტერაქციას ბუნებრივ ელფერს აძლევდა და რომელიც თითქოს საზოგადოების ფართო სეგმენტს მოიცავდა.

ეს ანგარიშები, რიგ შემთხვევებში ინტერაქციაში ორგანიზებულად შედიოდნენ „ნიუსფრონტის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც და ხელს უწყობდნენ პრო-რუსული, ანტიამერიკული განწყობების დაფიქსირებას, რაც ქმნიდა ყალბ წარმოდგენას, რომ ამ განწყობებს უფრო მეტი „ფეისბუქ“ მომხმარებელი იზიარებდა.

30 აპრილს, „ფეისბუქმა“ გააუქმა თორმეტივე არაავთენტური ანგარიში, ისევე როგორც News-front Georgia - ს გვერდის ადმინისტრატორის კონსტანტინე ჩიკვილაძის პირადი პროფილი,“ - ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს დონალდ ტრამპთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს და აშშ-ის პრეზიდენტს თითქმის ყოველდღე ტელეფონით ესაუბრება
დონალდ ტრამპი - „უოლ სთრით ჯორნალს“ წარმოდგენა არ აქვს, რას ვფიქრობ ირანთან დაკავშირებით!
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებზე - ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე - ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
არქივი