მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 22 მაისი 2024, 13:45
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რეგიონის წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს.

მარიამ ლაშხის თქმით, წელს, მთელ მსოფლიოში მიმდინარე და დაგეგმილ 100-მდე არჩევნებში მთავარი გამოწვევა არის დეზინფორმაცია.

საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ამ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა.

„დისკუსია გვქონდა და განმარტებები გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა საჭირო აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს 25 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც არსებული კანონმდებლობით, არ აქვთ გამჭვირვალობის ვალდებულება. სამწუხაროა, რომ კანონის ირგვლივ არ არსებობს ჯანსაღი, ლეგიტიმური და შინაარსობრივი განხილვა, როგორც ოპოზიციის ასევე, სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ისინი არ შემოდიან შინაარსობრივ განხილვაში, რაც ასევე, პრეზიდენტის ვეტოდანაც ჩანს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი