ანრი ოხანაშვილი „უცხოური აგენტების“ კანონზე: ჩვენ არ ვერევით კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, რომლებიც უფრო მძიმე რეგულაციებით გამოირჩევიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 22 მაისი 2024, 14:29

ჩვენ არ ვერევით კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, რომლებიც უფრო მძიმე რეგულაციებით გამოირჩევიან და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური აგენტების“ კანონზე მსჯელობისას განუცხადა.

„ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის კონტექსტისა და შინაარსობრივი დატვირთვის თვალსაზრისით წყვეტს ამ საკითხს. ჩვენ არ ვერევით კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, რომლებიც უფრო მძიმე რეგულაციებით გამოირჩევიან და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ. ჩვენ ამაში არ შევდივართ. ეს ყველაფერი, საზღვარგარეთის მიდგომები იმაზე მეტყველებს, რომ აქტუალური და უმნიშვნელოვანესია საკითხი, რომ იცოდეს კონკრეტული ქვეყნების საზოგადოებამ, კონკრეტული ორგანიზაციები როგორ მუშაობენ - რა ხარჯებით, შემოსავლებითა და რაში იხარჯება თანხები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი