გივი მიქანაძე იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 22 მაისი 2024, 15:19

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს სათავო ოფისში, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს, სურია საად-ზოის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გივი მიქანაძემ სურია საად-ზოის ახალგაზრდობის საკითხებზე იუნესკოს პილოტირების სქემაში ზუგდიდისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„აღნიშნული მუნიციპალიტეტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეირჩა.

იუნესკოს წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ჩართულობას იუნესკოს ახალგაზრდობის პროგრამაში და გამოთქვა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში, განხორციელდეს პირდაპირი კომუნიკაცია შერჩეულ მუნიციპალიტეტებთან და მათი ეტაპობრივი ინტეგრირება პროგრამაში.

შეხვედრას საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა ესწრებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი