ოჯახის წევრების დასანქცირებაზე და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ. მაინტერესებს, როგორ აპირებს აშშ პარტნიორულ ურთიერთობას ასეთი მუქარების შემდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 24 მაისი 2024, 15:07

ოჯახის წევრების დასანქცირებაზე და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ. მაინტერესებს, როგორ აპირებს აშშ პარტნიორულ ურთიერთობას ასეთი მუქარების შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ომის გამოცხადების გარდა არაფერი დარჩა, რადგან უკვე ყველაფერი გააკეთეს.

„მგონი, მეტი არაფერი აღარ დარჩათ გარდა იმისა, რომ რაკეტა მოუშვირონ საქართველოს. ამის გარდა უკვე ყველაფერი გააკეთეს. საქართველოს მეგობრად თუ მიიჩნევ, ასეთი ენით არ უნდა საუბრობდე, თან იმ კანონპროექტის მიღებისთვის, რომელიც ამერიკაში და საფრანგეთშია. კანონმდებელს ეუბნები, რომ დაასანქცირებ მას და მის ოჯახს კანონის მიღებისთვის. მაშინ გავაუქმოთ საქართველოს პარლამენტი, რაში გვჭირდება, თუ მაინც ის კანონი უნდა მივიღოთ, რასაც ამერიკა იტყვის და ის კანონი არ უნდა მივიღოთ, რასაც ის არ გვეტყვის? ოჯახის წევრების დასანქცირებასა და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ თქვა უარი 60-იანი წლების შემდეგ და ახლა ამერიკის მხრიდან არის არა მხოლოდ კანონმდებლებზე, არამედ ოჯახის წევრების ბულინგი და დასანქცირება. მაინტერესებს, როგორ აპირებს ეს ხალხი პარტნიორულ ურთიერთობას ასეთი მუქარების შემდგომ? ერთადერთი, რაკეტის მოშვერა დარჩათ, დანარჩენი ყველა მეთოდი აქვთ გამოყენებული. გვეუბნება, თქვენ სუვერენიტეტი არ გჭირდებათ. გამოუშვეს ხალხი, ვინც გვილანძღა ოჯახი და მართლმადიდებლობა. გვეუბნებიან, კანონმდებლებს დაგისანქცირებთო. ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა, თქვენ – არაო, ამაზე მეტი რა უნდა გაგიკეთოს? გეუბნება, ოჯახებიანად დაგასანქცირებო. ამაზე მეტი, ომის გამოცხადების გარდა არაფერი დარჩა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ავსტრალიის ფედერალური არჩევნების ვიზიტორთა ვირტუალურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა
ზურაბ ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანზე: როგორ იცვლიან-ხოლმე სახეს, როგორც კი უცხო ქვეყნის მსახურებას იწყებენ. ყველას ერთ თარგზე ჭრიან - ჯერ გააპიარებენ, დააპურებენ და ბოლოს საკუთარი განცხადებებისა და პოზიციების უარყოფას აიძულებენ
უკრაინაში 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ომში მონაწილეობის უფლება მისცეს
სირცხვილი, რომ ხატია დეკანოიძე პოლიციასთან რაიმე ბმას ამაყობს
არჩილ გორდულაძე ხატია დეკანოიძეზე: ადამიანი, რომელიც პოლიციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ახლა პოლიციელებს ლანძღავს, სიტყვები, რაც თქვა, მის პიროვნებაზე უფრო მეტყველებს
არქივი