მიხეილ სარჯველაძე - თუ გაეცნობა ბატონი კუბილიუსი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას მგონია, რომ სხვა შთაბეჭდილება და მოსაზრება გაუჩნდება აუცილებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 15 სექტემბერი 2021, 23:13

თუ გაეცნობა ბატონი კუბილიუსი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და მაინც იმავეს იტყვის, ეს, ჩემი აზრით, ცოტა უხერხული იქნება, მაგრამ, მე მგონია, რომ ნახავს კონსტიტუციას და სხვა შთაბეჭდილება და მოსაზრება გაუჩნდება აუცილებლად, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომლის თანახმადაც თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

სარჯველაძის განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ოცნება“ „გინდა გასულიყო, გინდა არ გასულიყო, მაინც ერთი და იმავეს მოაწყობს“ ოპოზიცია.

„მიშელი არ ყოფილა შეთანხმების მხარე, არც კუბილიუსი. საქმე რაშია იცით? ძალიან დიდი პატივისცემით კუბილიუსის მიმართ, მაგრამ მან შეიძლება არ იცოდეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და არც მოეთხოვება. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რა შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ რაც გვმართებს ყველაზე მეტად ეს არის ჩვენი კონსტიტუციის ერთგულება, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მე ვფიქრობ, ამ ფონზე ცოტა არაკორექტულია ასეთი შეფასება.

ამ დოკუმენტით თუ ამ დოკუმენტის გარეშე ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც თვალი უჭირავს დესტაბილიზაციაზე გინდა ჰქონდეს ეს ხელშეკრულება, გინდა გასულიყო „ოცნება“ აქედან, გინდა არ გასულიყო, მაინც ერთი და იმავეს მოაწყობს. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ გაკეთებული და გასაკეთებელი რამ, რასაც ცდილობს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ადამიანებს ჯოჯოხეთი უნდა გაატარონ მარტო იმიტომ, რომ საკუთარ ვნება დაიკმაყოფილონ ხელისუფლებაში მოსვლის. არ იმსახურებს ჩვენი მოსახლეობა ამას.

ხელისუფლება იბრძვის, რომ დესტაბილიზაციის, ადამიანების ინტერესებზე თავზე გადავლის უფლება არ მისცეს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც საკუთარი ინტერესი გაუხდია ყველა ყველაზე მაღალ ინტერესად“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ეთერში ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ისინი ზეწოლას მოახდენენ, რათა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი