უენდი შემანი - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 10 იანვარი 2022, 21:48
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შემანმა ჟენევაში რუს კოლეგასთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენელთან ერთად განიხილა დეესკალაციისკენ მიმართული ორმხრივი ნაბიჯები სარაკეტო სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის საზღვრიდან.

„ჩვენ წარმოვადგინეთ იდეების მთელი რიგი, სადაც ჩვენს ორ ქვეყანას შეუძლია, განახორციელოს ურთიერთქმედებები, რაც იქნება ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში და გააუმჯობესებს სტრატეგიულ სტაბილურობას“, – განუცხადა შერანმა ჟენევაში ჟურნალისტებს.

უენდი შერმანის თქმით, მან რუსულ მხარეს სარაკეტო სისტემების განთავსების საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელება შესთავაზა. ამასთან, მან გამორიცხა რუსეთისთვის რაიმე გარანტიების მიცემა უკრაინის ნატო-ში არგაწევრიანების საკითხზე.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზებებს, რომლებიც აშშ-ისთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი