თეა წულუკიანი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა და დასავლეთი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 19 მაისი 2022, 00:00

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს უცხოელთა პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია, რომ ააყირაოს მთავრობა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს ან ვინმეს მისცეს იმის უფლება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს, თუმცა არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ. ისინი ცდილობენ, რომ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა, და თუკი ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ნატო, ფრანგები, გერმანელები და პოლონელები, ყველა გვერჩის ერთიანად. უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს. ასევე არის იან კელი - ალბათ ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, რომ დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს და მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლე ვიყოთ. არიან სხვებიც, კოლექტიური პედრო აგრამუნტები, რომელიც შემდეგ პუტინის თვითმფრინავით ასადთან ჩაფრინდა სირიაში და ის განდევნეს ევროსაბჭოს ასამბლეიდან, კოლექტიური ჟიგიმანტასები და ა.შ. „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, მოგვყიდოს ეს პატარა ჯგუფი, თითქოს ეს ხალხი არის ნამდვილი ევროპა. სინამდვილეში ამ ხალხის ერთადერთი ვიწრო პარტიული ინტერესია, რომ ააყირაოს მთავრობა“, - აცხადებს წულუკიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ელჩების პირველი განცხადებები მოვისმინეთ მაშინ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო - ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად
პრემიერი - ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები - ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის
პრემიერ-მინისტრი - გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს
პრემიერი „მთავარ არხს“ - ძალადობის ცალმხრივად დაგმობა არასწორია, ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში
არქივი