ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 29 ივნისი 2022, 16:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.

„საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებს მოიცავს.

გამოითქვა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის კონგრესის სენატორები: დიკ დარბინი, კრის კუნსი, როი ბლანტი, დიბ ფიშერი და ჯონი ერნსტი“, - აღნიშნულია გავრეცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოს პრემიერთან კონსტრუქციული დისკუსია მქონდა - მოხარული ვარ, რომ მათ სურთ დიალოგში ჩაერთონ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან
გოგი მეშველიანი: “გამჭვირვალობის კანონის” ინიციირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი ქმედებების ალაგმვისათვის!
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
ვრცელდება ახალი აუდიოჩანაწერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს დასცინიან
ირაკლი კობახიძე - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი - გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა
არქივი