სუს-ი - ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს - ჯამში 34 მიწის ნაკვეთს, 4 ბინას და სიღნაღში სასტუმროს, 13 ავტომანქანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 23 სექტემბერი 2022, 22:07
ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ყადაღა დაედო: თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებარე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და სიღნაღში მდებარე სასტუმროს.

„ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკას და 15 ცეცხლსასროლ იარაღს.

ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გოგი მეშველიანი: “გამჭვირვალობის კანონის” ინიციირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი ქმედებების ალაგმვისათვის!
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით მსვლელობას მართავენ
ვრცელდება ახალი აუდიოჩანაწერი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია და აკაკი მინაშვილი ქრისტიანობას, ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს დასცინიან
ირაკლი კობახიძე - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი - გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა
რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: თავის დროზე, ქართველთმოძულე სააკაშვილი და თემურ ალასანია ქართველ ხალხს როგორც შეურაცხყოფდნენ, საზოგადოებამ რომ არ გასცა სათანადო პასუხი, იმიტომ ბედავენ ამდენს, მაგრამ რაც ეპატიათ გუშინ, ხვალ მაგის პატიება არ შეიძლება
არქივი