ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 27 აპრილი 2024, 10:08

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრა სამხედროს ქ. 9-ში, მცხეთის კულტურის სახლში 13:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
მიხეილ ყაველაშვილი For.ge-ს მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებზე: ვინ არიან ეს აქტორები, ვის წარმოადგენენ? ეს არის „ნაცმოძრაობა“ - უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ძალა აუცილებლად უნდა გასამართლდეს
სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანს სახლთან თავს დაესხნენ
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი თავისუფალი არიან
არქივი