დავით მათიკაშვილი: ველოდებით, რომ მაგარი ქართველები, სვანეთში რომ ცხოვრობენ, მხარს დაუჭერენ ცვლილებებს, რაც ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს ჩვენს საზოგადოებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 27 აპრილი 2024, 11:16
ველოდებით იმას, რომ ჩვენი საზოგადოება, ის ძალიან მაგარი ქართველები, სვანეთში რომ ცხოვრობენ, მხარს დაუჭერენ იმ ცვლილებებს, რაც ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს ჩვენს საზოგადოებას და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვისთვის იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ამ ერთი კვირის განმავლობაში მოვიარეთ მთლიანად დასავლეთ საქართველო. გვქონდა შეხვედრები ჩვენს თანამოქალაქეებთან. ოჯახურ ღირებულებებზე, არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობაზე ვესაუბრებოდით და მხოლოდ პოზიტიური განწყობა იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან. დღეს არის მესტიაში შეხვედრა. ველოდებით დაინტერესებას, მაგრამ ამავდროულად ველოდებით იმას, რომ ჩვენი საზოგადოება, ის ძალიან მაგარი ქართველები, სვანეთში რომ ცხოვრობენ, მხარს დაუჭერენ იმ ცვლილებებს, რაც ლგბტ პროპაგანდისგან დაიცავს ჩვენს საზოგადოებას და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვისთვის იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მესტიაში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვთქვათ, მართლა პარალიზებული გაქვს ქალაქი, უკვე შენ სამოქმედო არ გაქვს, ჩამოიშლებიან... პროკურორი ვერ მიდის სამსახურში... მინისტრი სახლიდან აძლევს ინტერვიუს
3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...
თეიმურაზ კუპატაძე: პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს
თეიმურაზ კუპატაძე: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და საერთაშორისო სტანდარტებით არიან გადამზადებულნი
რა სახის საპოლიციო ღონისძიებებს მიმართავენ ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში - შსს ვიდეომასალას ავრცელებს
არქივი