ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა: ევროკავშირში ახლა ძალიან პოპულარული გახდა, რომ რუსული ან პრორუსული უწოდონ რაღაცას ან ვიღაცას, ვინც ან რაც არ მოსწონთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 27 აპრილი 2024, 11:27

ევროპარლამენტარი კატარინა როთ ნევედალოვა საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს. „ქრონიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში“ ევროდეპუტატი სლოვაკეთიდან ამბობს, რომ მისი ევროპელი კოლეგები არ უნდა აკრიტიკებდნენ ისეთ საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც კარგად გარკვეულები არ არიან.

მისი თქმით, საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში, აქვს სრული უფლება მიიღოს მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საჭირო კანონი.

„ევროკავშირში ახლა ძალიან პოპულარული გახდა, რომ რუსული ან პრორუსული უწოდონ რაღაცას ან ვიღაცას, ვინც ან რაც არ მოსწონთ. მე ეს ძალიან არ მომწონს, რადგან ჩვენ ფაქტებს უნდა დავაკვირდეთ და არ ავყვეთ პირად ემოციებს. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ გვსურს, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომაც უნდა ვისწრაფოდეთ ერთმანეთის უკეთ გაგებისკენ და არ ვაკრიტიკებდეთ იმას, რაშიც დიდად გარკვეულები არ ვართ. ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში და, შესაბამისად საქართველოსაც, აქვს სრული უფლება მიიღოს მისთვის სასურველი და ქვეყნისთვის საჭირო კანონი. ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს თავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ჩვენი მოსაზრება, თუმცა საბოლოოდ ეს ეროვნული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ...
თეიმურაზ კუპატაძე: პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოქმედებს
თეიმურაზ კუპატაძე: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და საერთაშორისო სტანდარტებით არიან გადამზადებულნი
რა სახის საპოლიციო ღონისძიებებს მიმართავენ ევროპის წამყვან ქვეყნებსა და აშშ-ში - შსს ვიდეომასალას ავრცელებს
სალომე სამადაშვილი - შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად „ოხლოკრატიულ“ პარტიად გააფორმა
არქივი