ცოტნე ანანიძე: შეგიძლიათ მოიფიქროთ ლოზუნგები, მაგრამ ილიასეულ ტრიადას ვერ შეცვლით და ვერ ჩაანაცვლებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 27 აპრილი 2024, 11:37

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ , ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ქვეყნის დედაქალაქში, ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციებზე, ილია ჭავჭავაძის ცნობილი ტრიადის - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - შეცვლის მცდელობის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინაა, თუმცა არა სამი მთავარი საუნჯის ჩანაცვლების ხარჯზე.

„ილია ჭავჭავაძემ „მამული, ენა, ისტორია“ წარმოთქვა ისტორიული და რელიგიური კონტექსტის გამო აჭარაში, როცა 300-წლიანი დაშორების შემდეგ აჭარა დაუბრუნდა დედასამშობლოს. „ისტორია“ კი აერთიანებდა მაშინდელ რელიგიურ განსხვავებულობას და ამ გაერთიანებაში ქრისტიანობას ჰქონდა მთავარი როლი. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ილიასეული ტრიადა -„ მამული, ენა და სარწმუნოება“ - ის იყო და რჩება დატოვებულ საუნჯედ.

იაკობ გოგებაშვილმა შექმნა სპეციალურად დედაენა აჭარაში მცხოვრები ბავშვებისთვის, რელიგიურ-ისტორიული კონტექსტის გამო იცვლებოდა სახელ-გვარებიც მაგ: ეთერი- ემინე, ანანიძე არის აჭარის მცხოვრები მუსლიმი ანანიაშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვალა ანანიაშვილი ან შეიცვალა დედაენა.

ცნება „ერთიანობის“ წინააღმდეგი არავინ არის (სწორედ ამ სამი იდეის - მამული, ენა, სარწმუნოების“ ერთიანობაა ჩვენ ქვეყნის ბრძოლის ისტორია), მაგრამ არა ამ სამი საუნჯიდან რომელიმეს ჩანაცვლების ხარჯზე, მას ვერავინ შეცვლის“ - აღნიშნულია ცოტნე ანანიძის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი