გია ცაგარეიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ჩვენი მიზანი არის, რომ სიცრუის ნიაღვარი აღვკვეთოთ როგორმე და ამ აღკვეთის, ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა შეკრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 27 აპრილი 2024, 11:42

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ აქციებს სხვა მიზანი არ აქვს. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს სიცრუის ნიაღვარი აღვკვეთოთ როგორმე და ამ აღკვეთის, ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა შეკრება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოქალაქეებს აქვთ ღია ცის ქვეშ, უიარაღოდ შეკრების უფლება და ეს უფლება ხელშეუვალი და გარანტირებულია. „ქართული ოცნების“ მომხრეებს ბუნებრივია, აქვთ სწორედ ისეთივე უფლებები, ჩაატარონ მსვლელობები, მანიფესტაციები, მიტინგები, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ან სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. თქვენ უყურებთ, სიყალბის და სიცრუის რამხელა ნიაღვარი მოედინება პოლიტიკური მედიასაშუალებებიდან. ამაში უამრავი ადამიანია ჩართული ამაში - ჩვენი ქვეყნის გარეშე, ე.წ გულშემატკივრები, რომლებიც უფრო სააკაშვილის, ქარდავების და ახალაიების გულშემატკივრები არიან, ვიდრე საქართველოსი. ასევე ჩართულები არიან შინაური გამცემლები ამ ქვეყნის, რომლებიც პირდაპირ, მტრული განზრახვებით იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე დაამხონ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ აქციებს სხვა მიზანი არ აქვს. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს სიცრუის ნიაღვარი აღვკვეთოთ როგორმე და ამ აღკვეთის, ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა შეკრება“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობა საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია, მჯერა, საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
პაველ ჰერჩინსკი - კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე
ნიკა მელია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: ვფიქრობ, ვისაც აქვს საღი აზრი და ობიექტურობა შემორჩენილი, ნათლად დარწმუნდება, რამდენად არის ეს ჩანაწერი დამონტაჟებული
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, გზა იქნება ნაპოვნი, რომ კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს
for.ge ახალ ექსკლუზიური აუდიოჩანაწერს ავრცელებს
არქივი