ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილის შეკრება ჩავთვალოთ, რომ არის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს - სურს თუ არა რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენული საქართველოს ხილვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 27 აპრილი 2024, 12:06

29 აპრილის შეკრება ჩავთვალოთ, რომ არის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს - სურს თუ არა რეალური დამოუკიდებლობა, სუვერენული საქართველოს ხილვა და ქართული, ეროვნული ინტერესების მატარებელი პოლიტიკა. და არა, ზაზუნების ბორბალში ყოფნა, სადაც საქართველო ყოველთვის ხელწამოსაკრავი იქნება, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილის შემდეგ საზოგადოება უკვე არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, რათა იქ საბოლოოდ დაადასტუროს საკუთარი არჩევანი.

„29 აპრილის მერე, როცა საშინაო და საგარეო მტერს, მეგობარს თუ გაურკვეველ პარტნიორს დემონსტრაციას მოვუწყობთ, თუ რას და ვის უჭერს საზოგადოება მხარს, ამის შემდეგ სრულიად საზოგადოება ანალოგიური 31 მარტის რეფერენდუმის დაცვისთვის, ანუ არჩევნებისთვის უნდა მოემზადო“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
რატი იონათამიშვილი: როგორ დაიწყო ძალადობა და ბულინგი?! პირველი იყო ელისაშვილის თავდასხმა უმრავლესობის ლიდერზე, ასევე პირველი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონების გასაჯაროება, თუმცა, ოპოზიციასავით ტირილი არ დაგვიწყია, გვირეკავენო
მამუკა მდინარაძე: რუსული და ცუდი რომ ვერაფერი მოძებნეს კანონპროექტში, ბოლოს სათაურს ჩაეჭიდნენ, სტიგმატიზაციას ახდენსო - ნეგატიურ კონტექსტში სასტიგმატიზაციო მხოლოდ მაშინ ხდება დაფინანსება, როცა ანტიეროვნულ საქმეებს ემსახურება
გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, რომ საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
დიმიტრი ხუნდაძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონი გამადიდებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რაც მის საბოლოო მიღებამდე საუცხოოდ ამუშავდა. ყველა გამოჩნდა - მტერიც და მოყვარეც
არქივი