გიტანას ნაუსედა - საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებები აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, შორდება ევროპულ იდეალებს, ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 27 აპრილი 2024, 12:15

საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გიტანას ნაუსედას თქმით, ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შეუფერხებელ სვლას.

„სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ნაუსედამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობა საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია, მჯერა, საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
პაველ ჰერჩინსკი - კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე
ნიკა მელია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: ვფიქრობ, ვისაც აქვს საღი აზრი და ობიექტურობა შემორჩენილი, ნათლად დარწმუნდება, რამდენად არის ეს ჩანაწერი დამონტაჟებული
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, გზა იქნება ნაპოვნი, რომ კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს
არქივი