ნინო ფოჩხუა: საპატრიარქოს წუხანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 27 აპრილი 2024, 13:05

საპატრიარქოს წუხანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დღევანდელი გამოწვევები იმდენად მძაფრია, რომ თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, ძნელი იქნება მასთან გამკლავება, რადგან გარედან ზეწოლას თან ერთვის ქვეყნის შიგნით აგენტურის ქმედებები, რომელიც სახელმწიფოს აზიანებს.

„საპატრიარქოს წუხანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეკლესია დგას ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტრადიციების და კულტურის სადარაჯოზე. დღევანდელი გამოწვევები იმდენად მძაფრია, რომ თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, ძნელი იქნება მასთან გამკლავება, ძნელი იმიტომ რომ გარედან ზეწოლას თან ერთვის აქაური აგენტურის მოქმედება, რომლებიც არ ერიდებიან არასრულწლოვანი ბავშვების გამოყენებასაც კი ქვეყნის საზიანოდ. პირველად ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ხელისუფლება დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ილიას სიტყვები "მამული, ენა, სარწმუნოება," როგორც ადრე, დღესაც ქართული იდენტობის ტრიადაა და რაც არ უნდა ეცადოს მავანი, ვერ შეცვლის, ხალხი ამას არ დაუშვებს“, - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა
ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს
ვახტანგ გომელაური for.ge-ს აუდიოჩანაწერებზე: ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას, თუ დანაშაული გამოიკვეთება
სუსი - ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
არქივი