შალვა პაპუაშვილი: თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 27 აპრილი 2024, 13:50

თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, თუ მოისმინა არგუმენტი, რატომ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

„არგუმენტები ვერ სახელდება. ყველა განცხადებაში, ერთადერთი გვესმის, რომ თითქოს ეწინააღმდეგება [კანონი] რაღაც ღირებულებებს. დააკონკრეტონ მაინც რა ღირებულებებზეა საუბარი. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებას. ეს წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება კანონი, რომელიც არის ყველაზე რბილი იმ კანონებთან შედარებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში ხდება მიღება, ევრო დირექტივის პროექტთან შედარებითაც კი ყველაზე რბილია, როგორ შეიძლება იყოს ვინმესთვის კითხვის ნიშნის წარმომქმნელი. რჩება ისეთი აღქმა, რომ სინამდვილეში, პრობლემა არის არა კანონთან და მის შესაბამისობასთან დაკავშირებით ღირებულებებთან, არამედ ის, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, რომ საჯარო გახდეს მათი ფინანსები. გამჭვირვალობა ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც მალავს რაღაცას. თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის ფულს საქართველოში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი