ირაკლი ღარიბაშვილი: 29-ში ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე - ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 27 აპრილი 2024, 14:12

29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე. გამოჩნდება ძალიან მალე, რომელ მხარეს არის სიმართლე და სად დგას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ.

„რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი იმისა, რომ გამართულიყო ჩვენი პარტიის ასეთი შეკრება. ეს ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ. ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და ყოველთვის გაიმართება, აქ უჩვეულო არაფერია. პირიქით, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე. გამოჩნდება ძალიან მალე, რომელ მხარეს არის სიმართლე და სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ, იმიტომ რომ ის ხელმოცარული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ მოკავშირეების დახმარებით აქ რაღაც დამატებითი ჟანგბადი მიიღონ საზოგადოებაში და დამატებითი ქულები დაიწერონ, ვერაფერს გახდებიან. ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ სად დგას სიმართლე

ეს ასევე იქნება გზავნილი იმისა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთად არ დაუშვებენ ქვეყანაში არავითარ არეულობას, დესტაბილიზაციას და პროვოკაციებს. ჩვენ კარგად ვიცით, რა სურს მეორე მხარეს, რადიკალურ ოპოზიციას და რა სურდა - მათ სურდათ, რომ რევოლუცია მომხდარიყო ქვეყანაში. ბოლო 3 წელიწადში რევოლუციის მოხდენის სამი მცდელობა იყო. რა თქმა უნდა, ყველა ეს მცდელობა მათთვის დასრულდა კრახით. ასეთივე წარუმატებლობას და კრახს, სრულ ფიასკოს განიცდის - ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და უფლის შეწევნით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არჩევნებს ძალიან ძლიერად მოვიგებთ და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა
ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და კახა კალაძემ მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს
ვახტანგ გომელაური for.ge-ს აუდიოჩანაწერებზე: ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას, თუ დანაშაული გამოიკვეთება
სუსი - ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ძალა, „ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა
არქივი