ირაკლი ღარიბაშვილი: საპატრიარქოს ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ისინი ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 27 აპრილი 2024, 14:57
ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოს წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

„ჩვენი საზოგადოების 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიას, სარწმუნოებას, ჩვენ ვართ მრავალეთნიკური საზოგადოება, მაგრამ წამყვანი რელიგია არის მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ამან ჩვენი ხალხი და ქვეყანა მოიყვანა დღემდე. ეს ჭეშმარიტებაა. ჩვენს საპატრიარქოს და ჩვენს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია იმიტომ, რომ ისინი იცავენ ჭეშმარიტებას, იცავენ სიმართლეს და ყოველთვის მოუწოდებენ საზოგადოებას სწორი პოზიციის დაკავებისკენ. გუშინდელი განცხადება, რომელსაც მე გავეცანი, მორიგი ასეთი სიმართლის განცხადება იყო. მივესალმები ამ განცხადებას, მის შინაარსსა და პათოსს.

საზოგადოებას დღეს სჭირდება სიმშვიდე, გონიერება და აუცილებელია მშვიდად, მტკიცედ გავიაროთ ეს პატარა განსაცდელი, რომელიც ახლაა ქვეყანაში. ზოგადად მთელს მსოფლიოსა და რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. არ შეიძლება ამის ლოკალიზება, დაყვანა ვიწროპარტიულ გაუგებრობებზე. აქ საუბარი არ არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას დღის წესრიგი აქვს და ჩვენ გვიპირისპირდება რაღაცების გამო. აქ საუბარია ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ღმერთმა დაიფაროს, ქვეყანაში რამე რომ შეცვლილიყო, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ორი, ამ სამი წლის წინ რომ მიეღწიათ წარმატებისთვის, მოეხდინათ გადატრიალება, ქვეყანა დღეს აღარ გვექნებოდა. აქ რუსული ჯარი იქნებოდა შემოსული დღეს და ომი და უბედურება იქნებოდა. ეს ხომ კარგად ვიცით. სააკაშვილის მიზანი რა იყო - რევოლუცია. რამდენიმე თვეში დაიწყო უკრაინაში ომი და ამ ომის გადმოტანა უნდოდათ ქვეყანაში. ეს კარგად ვიცით. კარგად იცის საზოგადოებამ, საპატრიარქომ, რადგან ეკლესიას ყოველთვის აქვს ჩვენი ერის პულსზე ხელი დადებული და კარგად გრძნობს იმ განწყობას და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომაა საჭირო სიმშვიდე, გონიერება და სიმტკიცე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობა საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია, მჯერა, საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
პაველ ჰერჩინსკი - კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე
ნიკა მელია for.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: ვფიქრობ, ვისაც აქვს საღი აზრი და ობიექტურობა შემორჩენილი, ნათლად დარწმუნდება, რამდენად არის ეს ჩანაწერი დამონტაჟებული
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, გზა იქნება ნაპოვნი, რომ კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს
არქივი