ირაკლი ქადაგიშვილი საპატრიარქოს წერილზე: ამ განცხადებით პირველ რიგში მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 27 აპრილი 2024, 15:12

ამ განცხადებით პირველ რიგში მოუწოდა საზოგადოებას კონსოლკიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.


„ეკლესია, როგორც ჩვენს კონსტიტუციაშია აღწერილი, არის ქართული იდენტობის, ქართული სახელმწიფოს არსებობის თანამდევი და განუყოფელი ნაწილი. ამ შემთხვევაშიც, ეკლესიამ სწორედ ეს პოზიცია დააფიქსირა. ამ განცხადებით პირველ რიგში მოუწოდა საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, დიალოგისკენ, ღრმა ანალიზისკენ იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული იმ მდგენელების შენარჩუნება და განვითარება, რითაც საქართველო ათასწლეულების განმავლობაში მოდიოდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.


საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი