ირანმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 27 აპრილი 2024, 17:45

ირანის თავდაცვის მინისტრი მოჰამად რეზა აშტიანი ყაზახეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ჩინეთის თავდაცვის მინისტრს, დონ ჯუნს შეხვდა.


ირანული მედიის ინფორმაციით, მოჰამად რეზა აშტიანი მიესალმა ჩინეთის პოზიციას რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან და ირანის დიპლომატიურ შენობაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანი და ჩინეთი გააძლიერებენ თანამშრომლობას და დაახლოებას რეგიონსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად.


ირანული მედიის ცნობით, რომ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა სირიაში ისრაელის თავდასხმა ირანის დიპლომატიურ შენობებზე. დონ ჯუნმა აღნიშნა, რომ ეს არღვევს საერთაშორისო კანონს. მისივე განცხადებით, ჩინეთი მხარს უჭერს ირანის ლეგიტიმურ უფლებას უპასუხოს ისრაელს. ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ირანელი კოლეგა პეკინში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია და მოუწოდა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ თავდაცვისა და სამხედრო მიმართულებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ელჩების პირველი განცხადებები მოვისმინეთ მაშინ, როცა საქმე მოძალადეებზე ძალადობას შეეხო - ძალადობა უნდა დაიგმოს პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად
პრემიერი - ჩვენს პარტნიორებს განვუმარტე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები - ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრების შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის
პრემიერ-მინისტრი - გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს
პრემიერი „მთავარ არხს“ - ძალადობის ცალმხრივად დაგმობა არასწორია, ბანდები არის თქვენი პარტიის ხელწერა, ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და გპირდებით, ბოლომდე ჩავყვებით
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში
არქივი