გიორგი ვოლსკი: სენატორებმა არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 27 აპრილი 2024, 17:59

სენატორებმა ისიც არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„სააკაშვილმა 2006 წელს ფაქტობრივად დაშალა ყველა მოლაპარაკების ფორმატი [რუსეთთან] და გადავიდა გარკვეულ სტრატეგიულ გეგმაზე, რომლითაც ისარგებლა რუსეთმა. ეს არ იციან ამ სენატორებმა, რომლებიც დღეს წერილს აგზავნიან. სენატორებმა ისიც არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი. ისიც არ იციან, რომ სააკაშვილმა ხელი მოაწერა იმას, რომ რუსეთმა კი არ დააშავა, საქართველომ დააშავა და ამიტომ, რუსეთი იძულებული გახდა საპასუხო ნაბიჯები გადმოედგა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებაში ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან მიიღო 1 200 ლარი, მთავარი დავალება იყო პოლიციელების შეურაცხყოფა
საქართველოში ვერ მოხდება, რომ ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. გავიმეორებ, დღეს საქართველოში არ არის შევარდნაძის დროინდელი მთავრობა და არც სააკაშვილის დროინდელი
შალვა პაპუაშვილი - ეს ქვეყანა ყველასია, ყველას აქვს ერთი ხმა, 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს იდეების მხარდასაჭერად, მათი ხმა ხმა არ არის? სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ, ეიჯისტური თუ ფაშისტური?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა
ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
არქივი