Wall Street Journal - აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 27 აპრილი 2024, 22:22
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, ეს პოზიცია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში ფართოდ არის მიღებული, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველოს მიერ.

იმავდროულად, ამერიკული გამოცემა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ოპოზიციონერი წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სპეკულაციას წარმოადგენს.

„მე მასალას გავეცანი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა პესკოვმა.

ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნებს სასაცილო უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ეს ქვეყანა ყველასია, ყველას აქვს ერთი ხმა, 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს იდეების მხარდასაჭერად, მათი ხმა ხმა არ არის? სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ, ეიჯისტური თუ ფაშისტური?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა
ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
შალვა პაპუაშვილი: კანონპროექტის ინიციატორ და მხარდამჭერ დეპუტატებს მოღალატეებად აცხადებდნენ, დუმს ყველა საელჩო, ეს საკითხები როცა ჩაივლის, მათთან გვექნება საუბარი
12-13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
არქივი