საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 აპრილი 2024, 10:21

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილოებას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.

„გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღბს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავლი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი მ.წ. ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა). საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან - ქმნიან ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობენ
კახა კალაძე: მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია
პრემიერი - ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება - 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება გაწევრიანებისთვის
შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებმა ვიზიტის სურვილი გამოთქვეს - ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო ვიზიტისთვის, რათა შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს - მე ვერ შევხვდები!
არქივი