29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 28 აპრილი 2024, 11:13

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

„სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი, გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს - ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ ნებისმიერი ორიენტაციისა, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. სხვა შემთხვევაში ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ
ირაკლი ღარიბაშვილი - წავიკითხე სენატორების, კონგრესმენების წერილი, მოსაწონი არ არის, საჭიროა მაგიდასთან მოლაპარაკება, მისასალმებელი არ არის საჯაროდ ნეგატიური თემების განხილვა
ირაკლი ღარიბაშვილი - შეიძლება, თანხის სანაცვლოდ პოლიციის მანქანა დაწვა და ეს მოიწონოს ვიღაცამ, სწორედ ასეთი ფაქტები წარმოშობს სხვა ძალადობას
ირაკლი ღარიბაშვილი ქაშვეთის ინციდენტზე-არათუ დაფარულად მოხდა ეს მორიგი მკრეხელური ქმედება, გახსოვთ, 2 წლის წინ გამოდიოდნენ ანტიევროპული ძალები და ღიად, აუგად მოიხსენიებდნენ პატრიარქს
ირაკლი ღარიბაშვილი - მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას, ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება
არქივი